fbpx
საბერძნეთი

ყველაფერი აჩვენებს, რომ კარანტინი 28 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდება

საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე დევს კარანტინის გაგრძელების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო კვირაში ექსპერტები მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდებიან, მიიჩნევა, რომ კარანტინის მოხსნა ვერ გაგვიყვანს საბოლოო შედეგებამდე. პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაო ზეწოლას განიცდის ჯანდაცვის სისტემა.

პროფესორთა აზრით, მომდევნო პერიოდში, ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ქვეყანა ნამდვილად წაიწევს წინ ერთი ნაბიჯით, რათა დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას, მაგრამ როგორც ჩანს, ატიკის რეგიონს გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე 1 კვირა.

დიმოსთენის სარიიანისი აცხადებს, რომ გადაადგილებაზე აკრძალვა უნდა მოქმედებდეს მინიმუმ 8 მარტამდე, რადგან ნაადრევმა გახსნამ შეიძლება ისევ უკან წაგვწიოს.

მომდევნო კვირის მანძილზე იგეგმება, რომ ატიკის საავადმყოფოებში დამატებით 38 სპეციალური საწოლი განთავსდეს, რეანიმაციულ განყოფილებებში.

ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 1.400-სზე მეტია.

onalem

ტესტ