fbpx
საზოგადოება

“იოანას ერთი ყური გაუქრა, კიდევ მინიმუმ 10 ოპერაცია სჭირდება” – იოანა პალიოსპირუს ადვოკატი

თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანა პალიოსპირუს 35 წლის ეფი სამსახურში შესვლისას თავს მჟავით დაესხა და სახის 93% დაუწვა. იაონას ცხოვრება გრძელ გოლგოთას დაემსგავსა, რომლის გავლაშიც ოჯახი და ადვოკატი ეხმარებიან.

დაკავებულს ბრალს მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენებენ, რადგან მჟავის რაოდენობამ, რომელიც მან იოანას შეასხა, ჩვეულებრივად შეიძლება მოკლას ადამიანი.

აპოსტოლოს ლიტრა მედიასთან იოანას მდგომარეობაზე საუბრობს:

“სისხლის სამართლის საპროცესო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქალს ბრალი მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენდება. ის ამბობს, რომ მხოლოდ იოანას დაზიანება უნდოდა და არა მისი მოკვლა, მაგრამ მჟავის ეს რაოდენობა ადნობს კედლებსაც კი, არათუ ადამიანის კანსა და ძვლებს. ამიტომ მივიღეთ ის შედეგები, რაც მივიღეთ. 

ამ ადამიანს 8 ოპერაცია აქვს გაკეთებული და არ შეუძლია, რომ მზის სინათლეზე გავიდეს, რადგან ძალიან სტკივა, მის კანს მზის სხივების ატანა არ შეუძლია. ერთი ყური საერთოდ გაუქრა, პრობლემა აქვს თვალზე და მუდმივად ატარებს პლასტიკურ ნიღაბს. 

ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იოანას კიდევ მინიმუმ 10 ოპერაცია დასჭირდება. ეს არის გოგონა, რომელიც არ მუშაობს, არ უხდიან და არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს დიდი ფული, ეს ოპერაციები კი, საკმაოდ ძვირადღირებულია,” ამბობს ადვოკატი.

 

onalem

ტესტ