fbpx
საზოგადოება

პატარა ლიდიას გვარს უცვლიან – რა რეაქცია ჰქონდა ბაბის ანაგნოსტოპულოს ციხიდან?!

გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლის მიერ მოკლული 20 წლის კაროლაინის მშობლებმა შვილიშვილისთვის გვარის შეცვლა გადაწყვიტეს.

მათ არ სურთ, რომ პატარა ლიდია ატარებდეს იმ ადამიანის გვარს, რომელმაც დედა მოუკლა. ირკვევა, რომ დაკავებულმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მედია საშუალებებისგან შეიტყო და არა ოჯახის წევრების ან ახლობლებისგან.

ANT1 იუწყება, რომ ანაგნოსტოპულო მსგავს ნაბიჯს არ მოელოდა და ძალიან არის გაბრაზებული. პილოტს უნდა, ლიდია მის გვარს ატარებდეს და მიიჩნევდა, რომ ვინაიდან სასამართლოზე მისმა მშობლებმა უკან დაიხიეს და ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით არ იდავეს, ქ-ნ სუზანასთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებდა.

აღსანიშნავია პილოტის განცხადებაც იმის შესახებ, რომ რაც გააკეთა, მხოლოდ ლიდიასთვის გააკეთა, რადგან კაროლაინი ბავშვს არასათანადოდ ექცეოდა და მის მიმართ აგრესიული იყო.

onalem

ტესტ