fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის მოქალაქეობა, ΑΦΜ და პასპორტი 30.000 ევროდ ალბანელ კრიმინალებზე – პოლიციის მეთაურს 320.000 ევრო აღმოუჩინეს

ატიკის რეგიონში პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება. ერთ-ერთი მთავარი დეტალი არის ატიკის პოლიციის განყოფილების ოფიცერ-მეთაურის მფლობელობაში აღმოჩენილი 320.000 ევრო, რომელიც ყალბი პასპორტებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემის სანაცვლოდ ჰქონდა აღებული. მან ამ თანხის ფლობა ვერანაირი კანონიერი გზით ვერ დაადასტურა, მხოლოდ ის უპასუხა, რომ მის ბიძას ეკუთვნოდა და უბრალოდ თავის კაბინეტში უნახავდა.

გამოძიების თანახმად, პოლიციელთა “კლიენტები” კრიმინალური წარსულის მქონე პირები იყვნენ, ძირითადად ალბანელები. ბერძნულ დოკუმენტებს ისინი 4.000-30.000 ევროს სანაცვლოდ ღებულობდნენ, თუმცა, სხვა პირადი მონაცემებით, ანუ სხვა ადამიანების სახელებითა და გვარებით. 30.000 ევრო წარმოადგენდა საბერძნეთის მოქალაქეობის, შესაბამისად, პასპორტის, პირადობის მოწმობისა და ΑΦΜ-ის აღების საფასურს.

სანდო წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული თანხის გარდა, კიდევ არის აღმოჩენილი გარკვეული რაოდენობის თანხები და დოკუმენტები, რომლებიც საქმეში მტკიცებულებებად იქნება გამოყენებული.

მოსალოდნელია, რომ 16:00 საათზე საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ ოფიციალური განცხადება გააკეთოს კატეხაკიდან.

onalem

ტესტ