fbpx
საზოგადოება

“ნიკო და მე ალბათ მარადიულად ვიქნებით ერთმანეთზე შეყვარებული” – ანა ვისი ყოფილ მეუღლეზე

ანა ვისიმ მედიასთან ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარველასი მისთვის, რადგან არა მხოლოდ ცხოვრებისეული, არამედ მუსიკალური თანამგზავრიც იყო და არის წლების მანძილზე. მომღერალმა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლის ძიებაში არ არის.

“სიყვარულზე ნურაფერს მკითხავთ, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ მაინტერესებს, არაფერს ვეძებ. ნებისმიერ შემთხვევაში პირველ პლანზე არასოდეს ვაყენებდი სიყვარულს, ყოველთვის მეორე ადგილას იდგა ჩემთვის, რადგან პირველზე მხოლოდ მუსიკა დგას.

რაც შეეხება ნიკოს, მემგონი ჩვენ მარადიულად ვიქნებით ერთმანეთზე შეყვარებული, უბრალოდ, ამოგვეწურა სიყვარულის პრაქტიკული ნაწილი, ანუ სექსი. ბუნება რაღაც მომენტში ამასაც გართმევს. მოდის და გეუბნება “ეს დამთავრდა” და იცით, სულაც არ არის ცუდი. ადამიანებს ეშინიათ მსგავსი რამის აღიარების, ალბათ, დაუცველობისა და ვიწრო აზროვნებიდან გამომდინარე?! ან შესაძლოა იქიდან გამომდინარე, რაც გვასწავლეს ადამიანებმა, რომლებიც გვზრდიან. სინამდვილეში კი, საუბარია უმარტივეს რამეებზე, რასაც მხოლოდ ბუნება გვასწავლის,” ამბობს ვისი.

onalem

ტესტ