fbpx
საბერძნეთი

6 კითხვა კირიაკოს მიცოტაკის სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით – იხილეთ პრემიერის პასუხები

კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამეტში პასუხი გასცა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებს და განმარტა, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

1) რატომ გახდა ვაქცინაცია სავალდებულო 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის?

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მონაცემები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, დაუნდობელია. 10-დან 8 არ არის ვაქცინირებული. უდავოდ, ისინი არიან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფები და ამავე დროს ალყაში აქცევენ ჯანდაცვის სისტემას.

2) რატომ ახლა?

ახლა იმიტომ, რომ საფრთხე ყველაზე დიდია. ჩვენ არ ვიცით ომიკრონის ვარიანტის “შესაძლებლობები”. რაც უფრო დავაჩქარებთ ვაქცინაციას, მით დაცულები ვიქნებით. ჩვენმა ხანდაზმულმა მოქალაქეებმა ყველაზე დიდი პასიურობა გამოავლინეს ვაქცინაციის თვალსაზრისით.

3) ხომ არ არის 100 ევროიანი ჯარიმის დაწესება ზედმეტად მკაცრი ზომა?

პასუხი ძალიან მარტივია: მხოლოდ ჯარიმა ანიჭებს რაიმე რეგულაციას ნამდვილ სავალდებულო ხასიათს. ჯარიმის ოდენობა, რომელიც ჩვენ ავარჩიეთ, გაცილებით შორს არის იმისგან, რაც ავსტრიაში ვნახეთ (7.000 ევრო). მეზობელ იტალიაში კი, ეს ჯარიმა 1.000 ევრომდეა.

4) გააკეთეთ თუ არა საკმარისი აქამდე, რომ მდგომარეობა ამ დონემდე მოვიდა?

გარდა ვაქცინის დროული და უფასო მიწოდებისა, ხორციელდებოდა სახლში ვაქცინაციაც. ივლისის თვიდან კი, გვქონდა დახურულ სივრცეებში შესვლაზე მკაცრი კონტროლი.

5) არის თუ არა მიღებული ზომა კონსტიტუციური?

კონსტიტუციის მე-5 მუხლი ცალსახად აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი სრულებით კონსტიტუციურია.

6) რატომ არ ვრცელდება ვაქცინაციის ვალდებულება მთელ მოსახლეობაზე?

იმიტომ, რომ ჩვენი ქმედებები უნდა იყოს პროპორციული და მიზანმიმრთული. დღეს რეანიმაციები არ ივსება პოლიციელებითა და ჯარისკაცებით, ივსება მოხუცი ადამიანებით. ჩვენც სწორედ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას.

onalem

ტესტ