fbpx
პოლიტიკა

“ნატოს აღარ სჭირდება არასტაბილურობა, ახალი დოქტრინა მოიცავს სუვერენიტეტის დაცვას” – მიცოტაკი ნატოს სამიტზე

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ნატოს სამიტზე ამჟამად არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე ისაუბრა. მან თავისი გამოსვლით მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თურქეთს და მკაცრად გააკრიტიკა ოპორტუნისტული ქცევები, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს.

“დღეს ჩვენ ნატოს სამიტზე ვიკრიბებით ომის ჩრდილში, რუსეთის შეჭრა არის გარდამტეხი გეოპოლიტიკური მომენტი ამ ეპოქაში. ეს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს და გვაიძულებს, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა გავაძლიეროთ ნატოს სტრუქტურები.

დღეს ვდგავართ ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე. ახალი სტრატეგიული დოქტრინა მოიცავს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც ამ ალიანსის ღირებულებით ჩარჩოს.

საბერძნეთი ნატოს წევრია 1952 წლიდან და არის სტაბილურობის მნიშვნელოვანი საყრდენი სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ვახორციელებთ 2%-ზე მეტ ინვესტიციას თავდაცვით ხარჯებში, როგორც ალიანსის წევრს, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ნატოს ახლა აღარ სჭირდება დამატებითი არასტაბილურობა და საკმარისია ის, რაც უკრაინაში ხდება. მჯერა, რომ ეს ჩვენს ყველა პარტნიორს ესმის,” განაცხადა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ