fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 19 წლის ბიჭის მშობლებმა გაიტაცეს 15 წლის გოგონა, რომლის ოჯახმაც მათი ქორწინების შეთანხმება დაარღვია

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ არგოსიდან გაიტაცეს 15 წლის გოგონა, რომელიც 24 საათის შემდეგ ვოლოსში, ნეა იონიის დასახლებაში იპოვეს, გამტაცებლები კი, მაგნისიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც ირკვევა, მათი ისტორია შემდეგია: დაგეგმილი იყო 15 წლის გოგონასა და 19 წლის ბიჭის დაქორწინება, თუმცა, საბოლოო ჯამში, გოგონას ოჯახის მხრიდან შეთანხმება დაირღვა და არასრულწლოვანი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად 19 წლის ბიჭის მშობლებმა გაიტაცეს.

გოგონას მშობლებმა პოლიციაში იჩივლეს და სარჩელი შეიტანეს არა მხოლოდ 19 წლის ბიჭის, არამედ მისი მშობლების წინააღმდეგაც, პოლიციამ მშობლები (44 და 48 წლის) უკვე აიყვანა.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საუბარია ბოშური წარმოშობის ხალხზე, გოგონა კი, სწორედ ბოშების დასახლებში იპოვეს.

onalem

ტესტ