fbpx
საბერძნეთი

“მუშაობდა დაზღვევის გარეშე და ორმაგ ცვლაში” – რას ამბობენ მამაკაცზე, რომელიც სავარაუდოდ, სითბური ინსულტით გარდაიცვალა

ხალკიდაში გარდაცვლილი 43 წლის მამაკაცის ოჯახი ამჯერად ადასტურებს, რომ ის ერთ-ერთ რესტორანში შეკვეთის მიმტანად მუშაობდა და 40 გრადუს სიცხეში ველოსიპედით დაჰქონდა შეკვეთები. საავადმყოფოს ექიმების პირველადი დასკვნით, რომელიც ჯერ არ არის ექსპერტიზის შედეგად ოფიციალურად დადასტურებული, ის სითბური ინსულტით გარდაიცვალა.

მისი ახლობლები ამბობენ, რომ სამსახური ძალიან სჭირდებოდა, შესაბამისად რთულ პირობებში მაინც მუშაობდა, თანაც დაზღვევის გარეშე. ის ოფიციალურად არ იყო გაფორმებული და ორმაგ ცვლაში მუშაობდა. სწორედ სამსახურის შემდეგ იგრძნო თავი შეუძლოდ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი, მდგომარეობა დაუმძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავად რესტორნის მეპატრონე ამ დროისთვის გათავისუფლებულია, თავდაპირველად კი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. შემოწმების შედეგად არ დადგინდა, რომ მას შესაბამისი სამუშაო კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული თანამშრომელთან.

გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ოფიციალურად დაადასტურებს.

 

onalem

ტესტ