fbpx
საბერძნეთი

გვალვის ტალღა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დასრულდება – მომდევნო 5 დღე კი მინიმუმ 40 გრადუსი დაფიქსირდება

ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში, გვალვის ტალღა თავის ზენიტშია და შეიძლება ითქვას, რომ მრავალი წლის მანძილზე ასეთი ხანგრძლივი გვალვა არ დაფიქსირებულა. ეს არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ივლისი, თუმცა, სინოპტიკოსები გარკვეულ დამაიმედებელ პროგნოზსაც აკეთებენ.

არსებული ცნობებით, გვალვის მიმდინარე ტალღა საბერძნეთს სავარაუდოდ ხუთშაბათს “დატოვებს”, თუმცა, მომდევნო 5 დღის მანძილზე მოსალოდნელია მინიმუმ 40 გრადუსი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე.

ხვალ, კვირას, დაფიქსირდება 42-დან 44 გრადუსამდე და ოთხშაბათის ჩათვლით უკიდურესად მაღალი ტემპერატურა იქნება. ყველაზე ცხელი დღე სწორედ ოთხშაბათი იქნება, როდესაც მოსალოდნელია, რომ ჰაერი 45 გრადუსამდე გათბეს, ზოგან კი, 46 გრადუსამდე.

წარმოგიდგენთ მომდევნო 5 დღის პროგნოზს ატიკაში:

შაბათი, 22 ივლისი – 40-დან 41 გრადუსამდე.
კვირა, 23 ივლისი – 43-დან 44 გრადუსამდე.
ორშაბათი, 24 ივლისი – 39-40 გრადუსი.
სამშაბათი, 25 ივლისი – 40-41 გრადუსი.
ოთხშაბათი, 26 ივლისი – 43-44 გრადუსი.

onalem

ტესტ