fbpx
საბერძნეთი

“50% მქონდა შანსი, რომ ცოცხალი გავსულიყავი” – რატომ არ წაიყვანა ომონიიდან ტაქსისტმა დაჭრილი ავღანელი?!

მენანდრუს ქუჩიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ მთელ სხეულზე დაჭრილი ახალგაზრდა ავღანელი ტაქსისთან, რომელიც მის წაყვანაზე უარს ამბობს. ამის გამო, დაჭრილის თანამემამულეები ცეცხლდებიან და მანაქანას უმტვრევენ.

როგორც ირკვევა, ტაქსისტი ამ დროს კლიენტს ელოდებოდა და სასტიკ უარს აცხადებდა, მომაკვდავი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

“იმ დღეს მუშაობა ხაიდარიდან დავიწყე და ფილელინოზე უნდა მივსულიყავი. შემდეგ ზარი მივიღე, რომ კლიენტი ომონიის სასტუმროდან უნდა ამეყვანა და იქ მივედი, მაგრამ ის შეყოვნდა, რადგან საყიდლებზე იყო გასული.

ვუყურებდი მათ გაცოფებულ სახეებს და ყველაფერი 50%-50%-ზე იყო. მქონდა შანსი, რომ იქიდან ცოცხალი გავსულიყავი და ბევრი სხვა შანსი, რომ ეს ვერ გამეკეთებინა. 10 წელია ტაქსის მძღოლი ვარ და ასეთი რამ პირველად შემემთხვა. თავზარდაცემული ვიყავი. ტაქსი მივატოვე და ათენს გარეთ წავედი, რომ დავმშვიდებულიყავი.”

onalem

ტესტ