fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

საბერძნეთი: ბავშვებმა ქუჩაში საფულე იპოვეს, სადაც 700 ევრო და ბანკის ბარათები იდო და პატრონს დაუბრუნეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ პატრაში მოხდა. არასრულწლოვანმა ბიჭებმა, რომელთა ასაკიც 13 წელია, ქუჩაში სრულიად შემთხვევით იპოვეს საფულე, რომელშიც 700 ევრო იყო. ამას გარდა, იდო საბანკო ბარათები და პირადი დოკუმენტები.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბავშვები ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან, მაშინვე პოლიციას შეატყობინეს და პატრონის მოძებნა ითხოვეს. ვინაიდან საფულეში პირადობის მოწმობა იდო, პოლიციას მამაკაცის მიგნება არ გასჭირვებია. მას მალევე შეატყობინეს, რომ საფულე ნაპოვნი იყო და ადგილზე მისვლისას უკლებლივ დაუბრუნეს კუთვნილი ნივთები.

საფულის პატრონი პატრაში ცნობილი ექიმი აღმოჩნდა და მან მადლობის ნიშნად, თითოეულ ბავშვს 50 ევრო აჩუქა, ჯამში 200 ევრო. ცხადია, მამაკაცი აღფრთოვანებას ვერ მალავდა არასრულწლოვნების მხრიდან გამოჩენილი პატიოსნების გამო.

onalem

ტესტ