fbpx
საბერძნეთი

გაფრთხილება საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროსგან – მომდევნო საათებში ძლიერი წვიმა და სეტყვა

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას მომდევნო საათებში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი სეტყვა, რის გამოც მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს კონკრეტულ ტერიტორიებზე.

კერძოდ, ამინდის ექსპრეს-გაუარესება ეხება იონიის ზღვის კუნძულების, თესალიისა და ცენტრალური მაკედონიის მოსახლეობას. ასევე, პელოპონისოსა და იპიროს. უახლოეს საათებში მოსალოდნელია წვიმა, რომელიც დიდი ალბათობით, პრობლემებს შექმნის, შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული ზომების მიღება.

ვინაიდან წვიმას თან ახლდება ძლიერი ქარიც და სავარაუდოდ, სეტყვაც, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ იმ რეგიონებში, სადაც ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი, თავიდან აირიდონ არააუცილებელი გადაადგილება, განსაკუთრებით ხიდების ტერიტორიებზე, ასევე მდინარეებთან ახლოს.

ასევე უნდა მოერიდონ გადაადგილებას ისეთ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს აბრების, ქოთნების ჩამოცვენის შესაძლებლობა, ასევე, უნდა გაუფრთხილდნენ შინაურ ცხოველებს, ვინაიდან სეტყვამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ.

ყველაფრის პარალელურად, მოსახლეობა აუცილებლად უნდა მიჰყვეს ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

 

onalem

ტესტ