fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთს გაუდაბნოება ემუქრება, გვექნება გვალვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტალღა” – ეფთიმიოს ლეკას

გარემოს დაცვის, კატასტროფებისა და კრიზისების მართვის ორგანოს პრეზიდენტი, ბ-ნი ეფთიმიოს ლეკასი ადასტურებს გამოთქმულ პროგნოზებს, საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულის შესახებ, რომელიც 2023 წელს გველის.

“ევროპას კიდევ ერთი მშრალი ზამთარი ჰქონდა. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა ზამთრის თვეებში სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ეს ფენომენი მიგვითითებს, რომ ზაფხული უფრო მეტად ცხელი იქნება. როგორც სხვა ექსპერტები, არც მე გამოვრიცხავ, რომ ზაფხულში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწიოს.

უკვე ძალიან დიდი ხანია სამეცნიერო ორგანოები გვაფრთხილებენ, რომ საბერძნეთს ასეთი პირობების გამო გაუდაბნოება ელის, ის დაემსგავსება აფრიკას. გარემოფაქტორები “აფრიკანიზებაში” ძალიან დიდ როლს თამაშობს: ტემპერატურა მაღალი იქნება, ძლიერი გვალვა და ტყეებისა და მტკნარი წყლების დეფიტიცი კი, “იდეალური” ფაქტორებია გაუდაბნოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე იქამდეც კი იყო საუბარი, ვიდრე კლიმატური კრიზისი თავის შედეგებს აშკარად გვაჩვენებდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღოს, პრევენციისთვის,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ