fbpx
საბერძნეთი

“რთული ღამე მოდის” – სინოპტიკოსთა საგანგებო პროგნოზი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით

დღეს, 25 ნოემბერს, საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში მშვიდი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, ღამის საათებიდან სინოპტიკოსები მნიშვენლოვან გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საღამოს საათებიდან იწვიმებს ქვეყნის დასავლეთით და ფენომენი ნელ-ნელა გავრცელდება აღმოსავლეთ საბერძნეთშიც. ატიკაში ნალექს ხვალისთვის ვარაუდობენ.

რთული ღამე იქნება იონიის ზღვის კუნძულებისთვის, ძლიერი წვიმისა და ქარის გამო.

სინოპტიკოსთა გაფრთხილების მიხედვით, დატბორვის საფრთხის შემთხვევაში, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გადაადგილება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: წყლის არხები, ხიდები და ა.შ.

ნახეთ კლიმატური ფენომენის მოძრაობის რუკა:

onalem

ტესტ