fbpx
კრიმინალი

კიფსელი: ვინ არის ფეხმძიმე 23 წლის გოგონა, რომელიც ქუჩაში იპოვეს და “უცნობის” სტატუსით იყო დაკრძალული

23 წლის ფოტინი ბაკოიორგუ კიფსელზე, თავისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, 8 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. მის შესახებ აგელიკი ნიკოლულის საშუალებით ბევრი დეტალი გახდა ცნობილი. ტრაგედიას კიდევ უფრო მძიმეს ხდის ფაქტი, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო.

მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სწორედ 8 ოქტომბერს გავრცელდა და ახალგაზრდა იმავე დღეს იპოვეს კიფსელზე, ერთ-ერთ გზაზე. სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილი იყო და მისი დახმარება ექიმებმა ვერ შეძლეს. ბაკოიორგუ დაკრძალეს როგორც უცნობი.

anikolouli.gr-ის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ არსებობდა სერიოზული საჩივრები, რომ ქალზე და მის შვილებზე ხორციელდებოდა ძალადობა. ფოტინის 3 შვილი ჰყავდა 1,5-დან 4 წლამდე ასაკის და კიდევ ერთი, რომელმაც დაბადება ვერ მოასწრო. საჩივრები ეხებოდა ქალს, რომელთანაც გარდაცვლილი ცხოვრობდა და მასზე და მის შვილებზე ფიზიკურად ძალადობდა.

ირკვევა, რომ ფოტინიმ ბევრჯერ ითხოვა დახმარება და ჯერ კიდევ ივნისის თვეში ბავშვებზე ძალადობის შესახებ არსებული საჩივრებიდან გამომდინარე, ისინი შესაბამისმა სამსახურმა აღნიშნული სახლიდან გაიყვანა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალმა საკუთარ თავს ვერ უშველა.

როგორც ფსიქოლოგი, აგი ქსენაკუ ამბობს, გამოძიება ამ დროისთვის ყველა სცენარს განიხილავს, დასადგენია დეტალები, ზუსტად რა პირობებში ცხოვრობდა ფოტინი და რა მოხდა 8 ოქტომბერს.

onalem

ტესტ