fbpx
საბერძნეთი

კვირას, 16 ივლისს, ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიების გახსნა სავალდებულო არ იქნება, ძლიერი სიცხის გამო

როგორც უკვე ცნობილია, კვირას, 16 ივლისს, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ფასდაკლებები დაიწყო და ტრადიციულად, პირველ კვირას ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსალოდნელია ტემპერატურის უკიდურესი მატება მიმდინარე დღეებში, სავაჭრო ასოციაციამ გამართა სპეციალური შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ კვირას მაღაზიების გახსნა სავალდებულო არ იქნება და თუკი ხელმძღვანელობას არ სურს, გვალვის პირობებში ამუშაოს პერსონალი, შეუძლია საერთოდ არ გახსნას საკუთარი მაღაზია.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ზოგმა იმუშაოს, ზოგი კი, დაკეტილი დარჩეს, სამუშაო საათები კი, განისაზღვრება 11:00-დან 18:00 საათამდე.

ფასდაკლებები საბერძნეთში 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება ძალაში და მოსახლეობას შეუძლია, რომ სასურველი პროდუქტები უკიდურესად დაბალ ფასად შეიძინოს.

onalem

ტესტ