fbpx
საბერძნეთი

ბერძნები ათენს აქტიურად ტოვებენ – კვირამდე 80.000 ადამიანი გავა კუნძულების მიმართულებით

ზაფხულის შუაგულში ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ურჩევნია, შვებულება აგვისტოში აიღოს, ცხადია, არიან ისეთებიც, ვინც ივლისის თვეში ისვენებს და კუნძულებისკენ მიემგზავრება.

რაფინასა და პირეას პორტში გადაადგილება საკმაოდ ინტენსიურია, გემები სრულად შევსებულები მიემგზავრებიან სხვადასხვა მიმართულებით, 40 გრადუსი სიცხის პირობებში.

როგორც არსებული მონაცემებით ირკვევა, ათენს ტოვებს ათასობით ადამიანი, დღეიდან კვირის ჩათვლით მოსალოდენლია, რომ კუნძულებისკენ გაემგზავროს 80.000-მდე ადამიანი. მხოლოდ კვირას პირეას პორტიდან 23 რეისი განხორციელდება, რომელიც 17.000 ადამიანს გადაყვანს დანიშნულების ადგილამდე.

პორტების პერსონალი სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მგზავრებისთვის გადაადგილების პროცესი გაამარტივოს.

onalem

ტესტ