fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ალბანელი, რომელიც 50 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის იძებნება, განსაკუთრებით საშიშად ითვლება და კრიმინალური წარსული აქვს

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისთვის მხოლოდ დროის საკითხია ალბანელი მამაკაცის დაკავება, რომელმაც თესალონიკში, შუა ქუჩაში მოკლა თავისი 50 წლის თანამემამულე და შემდეგ მანქანით მიიმალა.

როგორც ირკვევა, მას კრიმინალური წარსული აქვს და პოლიციისთვის აქამდეც კარგად ცნობილი იყო, სხვადასხვა დანაშაულების ჩადენის გამო. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ალბანელი სამი სხვადასხვა მანქანით გადაადგილდება და ერთ-ერთი, სავარაუდოდ, მის მეუღლეს ეკუთვნის.

მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებისთვის ალბანელი მამაკაცი განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება, თუმცა, პარალელურად, ჩნდება კითხვა, რატომ დადიოდა და დადის ასეთი ადამიანი ქუჩაში თავისუფლად.

 

ამ დრომდე უცნობი რჩება, რის გამო კამათობდნენ ალბანელი მამაკაცები და რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა.

onalem

ტესტ