fbpx
საბერძნეთი

“ვცდილობთ ხალხი გადავარჩინოთ, ვიბრძვით სახლებისთვის” – ხანძარი ატიკაში

როგორც უკვე ცნობილია, ატიკაში, კერძოდ სტამატას ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი პირდაპირ სახლების გვერდით არის და არსებული ინფორმაციით, გალინის დასახლება სრულიად ევაკუირებულია.

ხანძრის გამო მოძრაობა შეჩერებულია მაკარიუს, აგიოს იოანის და კონსტანტინუპოლეოს ქუჩაზე.

დიონისოს მერი, იანის კალაფატი აცხადებს, რომ მაშველები სახლებისა და მოსახლეობის გადასარჩენად იბრძვიან:

“სამწუხაროდ, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგულია. მდგომარეობა ძალიან არის გართულებული. ვცდილობთ ხალხის გადარჩენას და სწორედ ამიტომ მოხდა გალინის დასახლების ევაკუაცია. ყველა გზით ვცდილობთ ხანძრის ჩაქრობას, მაშველები, მოხალისეები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები, ყველა და ყველაფერი მუშაობს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვითარება ძალიან რთულია,” აცხადებს კალაფატი.

 

onalem

ტესტ