fbpx
საზოგადოება

“ბიჭი ფიქრობდა, თავი მოეკლა თუ საკუთარი მამა” – რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 14 წლის მოზარდმა

კვიპროსზე 14 წლის ბიჭი ოჯახის ფერმაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მოზარდის ამბავმა შეძრა როგორც ადგილობრივი, ასევე ბერძნული საზოგადოება, რადგან ცნობილი გახდა, თუ რატომ გადაწყვიტა თინეიჯერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მამამ სკოლაში არ გაუშვა, თუმცა, ამბავი კიდევ უფრო ღრმაა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, სცემდა და აიძულებდა დილიდან დაღამებამდე თავიანთ ფერმაში ემუშავა და პარალელურად სკოლაში სიარულის უფლებას არ აძლევდა.

იყო შემთხვევაც, როდესაც მამამ მის თვალწინ მოკლა ცხვარი, რომელსაც ბიჭი გულმოდგინედ უვლიდა. მამაკაცმა კი ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისი დასჯა სურდა.

როგორც გაირკვა, 14 წლის ბიჭს, სტილიანოს, ერთ-ერთი პირისთვის, რომელიც მასთან ყოველდღიურ კონტაქტში იყო, ნათქვამი ჰქონდა, რომ საბოლოოდ ან თავს მოიკლავდა ან მამას მოკლავდა. თუმცა, თვითმკვლელობა არჩია.

პოლიციაში საჩივრები შედიოდა სტილიანოს დეიდსგანაც, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემებით რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. ოჯახს კიდევ ორი შვილი, 8 წლის ბიჭი და 10 წლის გოგონა ჰყავს, რომლებიც ძმის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფომ სახლიდან წაიყვანა და დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

სტილიანო სკოლაში აგრესიით გამოირჩეოდა, ის ხშირად ამბობდა, რომ რცხვენოდა საკუთარი დედის, რადგან მეზობლებს საჭმელსა და ტანსაცმელს ემათხოვრებოდა. ხოლო როცა ქალმა შვილს ერთხელ სკოლაში მიაკითხა, ბიჭი მას დაემუქრა, რომ იმ ჩანგლის ტიპის იარაღით დაჭრიდა, რომელსაც ფერმაში იყენებდნენ.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და როგორც ბიჭი თანაკლასელებს უყვებოდა, მათი სახლი თაგვებით იყო სავსე.

 

onalem

ტესტ