fbpx
საზოგადოება

“იმიტომ გარდაიცვალა, რომ არ არსებობდა სასწრაფო დახმარების მანქანა” – ვის ადანაშაულებენ ლავრენტის მახერიცასის სიკვდილში

ლავრენტის მახერიცასის გარდაცვალებით მთელი საბერძნეთი დამწუხრებულია. ცნობილ მუსიკოსს დღეს კონცერტი უნდა გაემართა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ჩაიშალა. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რის გამოც, მომხდარით ყველა გაოგნებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანება მუსიკოსის სიკვდილში EKAB-ს ანუ სასწრაფო დახმარების სამსახურს ადანაშაულებს. კერძოდ, განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ალმიროს ჯანმრთელობის ცენტრს არ ჰყავს მანქანა, რომლითაც მამაკაცის დახმარებას დროულად შეძლებდნენ.

როგორც ცნობილი ხდება, სასწრაფო დახმარების ცენტრში ზარი 04:27 საათზე შევიდა. მაგნესიაში მდებარე სახლთან მისასვლელად მანქანას ვოლოსის ცენტრიდან 70 კილომეტრი უნდა გაევლო, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ალმიროს ცენტრს ეყოლებოდა იგივე სახის მანქანა, მხოლოდ 30 კმ-ის გავლა იქნებოდა საჭირო და სავარაუდოდ, მუსიკოს ცოცხალს მიუსწრებდნენ. საუბედუროდ, სასწრაფო დახმარება ადგილზე 45 წუთის შემდეგ, 05:15 საათზე მივიდა.

onalem

ტესტ