fbpx
საბერძნეთი

1-ლი ივნისიდან პირბადეების დასასრული საბერძნეთში – რა გამონაკლისები იქნება?

როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო კვირიდან, კერძოდ, ოთხშაბათიდან, საბერძნეთში დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება იხსნება. მოსახლეობა, ფაქტობრივად, სრულ თავისუფლებაში იქნება, მაგრამ ცხადია, არსებობს კონკრეტული გამონაკლისები, რომლებიც შენარჩუნდება, თავდაცვისთვის.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრის განმარტებით, იარსებებს სამი გამონაკლისი, დაწესებულებები, სადაც პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ესენია:

  1. საჯარო ტრანსპორტის თითოეული სახეობა (ტროლეიბუსი, ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი)
  2. საავადმყოფოები
  3. მოხუცთა მოსავლელი ცენტრები.

1-ლი ივნისიდან აღარ გვექნება ვალდებულება ვატაროთ პირბადეები მაღაზიებში, სუპერმარკეტებში და სხვა დახურულ სივრცეებში, მაგრამ ექსპერტები დასძენენ, რომ ვინც ჩათვლის, რომ ხალხით გადატვირთულობის გამო სჭირდება პირბადის ტარება, რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოს ის.

 

onalem

ტესტ