fbpx
საბერძნეთი

“მე ვხედავ ჩვენი წარმატების წყალში ჩაყრის საფრთხეს!” – რის დახურვას ითხოვს ბერძენი პროფესორი?!

კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი, ახილეას გრავანისი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოების ქცევასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, აკრიტიკებს მთავრობას, რომ ის უსაფრთხოებისთვის საკმარის ზომებს არ იღებს.

კერძოდ, ის სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს:

“ძალიან ცოტა ატარებს ნიღაბს და ხალხის უმეტესობა მას ატარებს არასწორად ან თავად ნიღბის სახეობაა შეუსაბამო. ჩემი მოწოდებაა, ვატაროთ ყველამ ნიღაბი, ყველა დახურულ და ღია სივრცეში, სადაც შეიძლება იყოს ხალხით გადატვირთულობა. დისტანციებს არავინ იცავს. 

მართლა მაინტერესებს, რატომ არ ხურავს მთავრობა სანაპირო ბარებს?! ეს ადგილები არის პირდაპირი ბუდე და კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემო. რა მოხდება თუ ერთი ზაფხულით დაიკეტება ისინი?!

თუ ასე გავაგრძელებთ, რამდენიმე კვირაში ასობით შემთხვევა გვექნება, რაც მოიტანს ვირუსის გავრცელების მე-2 ტალღას. ახლა მე ვხედავ, რომ ჩვენი წარმატება წყალში მარტივად შეიძლება ჩაიყაროს. არსებობს ამის საფრთხე.”

onalem

ტესტ