fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის საზღვარზე ბერძენი ჯარისკაცი, უცხოელ მამაკაცთან ერთად დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ბერძენი ჯარისკაცი დააკავეს. ტელეკომპანია Ant1-ის პირველადი ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია ინგლისის მოქალაქეც, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არალეგალი ემიგრანტების გადაადგილებას კამერით იღებდა. დაკავებული ოფიცერი, როგორც ცნობილია, იმათიაში მსახურობს.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ისინი გასულ ღამეს დააკავეს.

ინგლისელი მამაკაცი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია და ის ფოტო-მასალას აკრძალულ ტერიტორიაზე აგროვებდა. ბერძენი კი საჰაერო ძალების ოფიცერია.

ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ისინი იქ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ