fbpx
საბერძნეთი

“მიწისძვრამ საწოლიდან გადმომაგდო, მთელი სახლი ირყოდა” – კადრები 5.6 ბალიანი ბიძგის მომენტიდან

შუაღამით პარგაში მომხდარმა 5.6 ბალიანმა მიწისძვრამ ადგილობრივები პანიკაში ჩააგდო. მსუბუქი დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, განადგურებულია სახლები და ხალხი ჭერის გარეშე დარჩა. როგორც ერთ-ერთი იქ მაცხოვრებელი ამბობს, მიწისძვრამ საწოლიდან გადმოაგდო და ირყეოდა მთელი სახლი:

“როცა პირველი მიწისძვრა ღამის 12:00 საათზე მოხდა, არ შემშინებია, მაგრამ მეორემ, ღამის 03:00 საათზე, პანიკაში ჩამაგდო. საწოლიდან გადმოვარდი და სახლში ცვიოდა ყველაფერი, წიგნები, თეფშები, ჭიქები, ქოთნები. მთელი სახლი ირყეოდა და პანიკაში ჩავვარდი.

მიწისძვრამ დენიც ჩაჭრა და სანთლით ვცდილობდი გამეგო, თუ რა დაემართა ჩემს სახლს. ისეა, როგორც ბომბდაცემული.”

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა მოსახლეობას სახლებში ყოფნა მოეთხოვება, კანალაკის რამდენიმე მაცხოვრებელი ჭერის გარეშეა დარჩენილი.

იხილეთ კადრები მიწისძვრის მომენტიდან:

onalem

ტესტ