fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, სერიული მოძალადე, საბერძნეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ბერძნული და ბრიტანული მედია აქტიურად წერს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბერძენი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სერიული გაუპატიურებები ედება ბრალად და ციხე, არც მეტი, არც ნაკლები, 43 წლით ადრე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით კრიმინალი, რომელიც კუნძულ კორფუზე მოქმედებდა, საპატიმროში 52 წლიანი სასჯელით ჩასვეს. მან მინიმუმ 6 ქალზე იძალადა. 2007 წელს ის სამი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, რაც 1997 წლიდან 2005 წლამდე ჩაიდინა.

ბრიტანული მედია წერს, რომ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პირველად 2010 წელს დატოვა, შემდეგ 2012 წელს კვლავ დააკავეს, თუმცა, ახლა 2019 წელს ის ქუჩაში თავისუფლად დადის.

საუბარია მამაკაცზე, რომელსაც ქალები დანის მუქარით უკაცრიელ ადგილებში, ძირითადად ტყეში მიჰყავდა და მათზე იქ ძალადობდა. აღსანიშნავია, რომ მისი თითოეული მსხვერპლი ბრიტანელი ტურისტი იყო, რომელიც კუნძულზე შვებულებას ატარებდა.

თითოეული გასამართლების დროს, მას უმკაცრეს სასჯელს უფარდებდნენ, თუმცა, საბოლოოდ ციხე 43 წლით ადრე დატოვა.

onalem

ტესტ