fbpx
პოლიტიკა

თურქეთმა საბერძნეთში 330 ემიგრანტი არ შემოუშვა – ყველა მათგანი დაკავებულია

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ 7 სხვადასხვა ოპერაციის შედეგად 330 ემიგრანტი დააკავა, რომელიც თურქეთის წყლების გავლით, საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა.

არსებული ცნობებით, მათ ოპერაციები ეგეოსის ზღვაში განახორციელეს და საერთო ჯამში 330 საბერძნეთისკენ მომავალი პირი შეაჩერეს.

დადასტურებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან სირიის, ირანის, ერაყის და ავღანეთის მოქალაქეები.

10 აგვისტოს შემდეგ დღემდე თურქეთმა სულ 699 ემიგრანტი დააკავა, რომელიც საზღვრების გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა, რათა საბერძნეთის კუნძულებამდე მიეღწია.

onalem

ტესტ