fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ხვალ რომში მარიო დრაგის შეხვდება

ხვალ საბერძნეთის პრემიერს, კირიაკოს მიცოტაკის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩანიშნული.

როგორც მედია იუწყება, 22 ივნისს, 11:00 საათზე, მიცოტაკი არაბეთის გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს, სულტან ბინ აჰმად ჯაბერს უმასპინძლებს პრემიერის სასახლეში.

მათი შეხვედრა 1 საათს გასტანს და შემდეგ, 12:00 საათზე, პრემიერი “საბერძნეთი 2021”-ის პრეზიდენტს, იანა ანგელოპულუ-დასკალაკის შეხვდება და მისგან სპეციალურ ანგარიშს ჩაიბარებს, კომიტეტის მუშაობის შესახებ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საღამოსთვის მიცოტაკი იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრება, სადაც იტალიელ კოლეგას, მარიო დრაგის შეხვდება. მათი შეხვედრა საბერძნეთის დროით 20:30 საათზე შედგება.

onalem

ტესტ