fbpx
პოლიტიკა

ორშაბათიდან მიცოტაკი ემიგრანტების საკითხზე მუშაობას ოფიციალურად იწყებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ახალი პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი იმიგრაციის საკითზე მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან იწყებს.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა რამდენიმე დღე კუნძულ ტინოსზე დაჰყო, ორშაბათს ის ევროკომისარს, მიგრაციის საკითხებში, დიმიტრი ავრამოპულოს შეხვდება.

მიცოტაკი მომდევნო კვირიდან მნიშვნელოვან აქცენტებს გააკეთებს თავშესაფრის მაძიებელ იმიგრანტებზე.

პრემიერისა და ავრამოპულოს შეხვედრის შემდეგ კი აუცილებლად შედგება შეხვედრა სამოქალაქო დაცვის მინისტრ, მიხალი ხრისოხოიდსა და მიგრაციის პოლიტიკის მინისტრ, გიორგოს კუმუცაკოსს შორის.

onalem

ტესტ