fbpx
კრიმინალი

არ არსებობდა არანაირი ჩხუბი, კაროლაინი მოკლა იმ დროს, როცა ეძინა – პილოტის ცრუ ჩვენებებს ექსპერტიზა ამჟღავნებს

32 წლის პილოტის ცრუ ჩვენებებს ექსპერტიზამ ახადა ფარდა. როგორც ის ამტკიცებდა, კაროლაინთან ჩხუბი მოუვიდა და სწორედ იმ დროს, აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა დანაშაული. თუმცა, ექსპერტიზის შედეგები სულ სხვა რამეზე მიუთითებს.

ირკვევა, რომ 20 წლის ცოლი ანაგნოსტოპულომ მაშინ მოკლა, როდესაც ეძინა. კაროლაინი ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას, რაც ნიშნავს, რომ ეს რომ ყოფილიყო მკვლელობა ჩხუბის ნიადაგზე, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა ბაბის და შეიძლება ეჯობნა კიდეც მისთვის, მაგრამ გოგონა მან ძილში გაგუდა.

კაროლაინის ფრჩხილებში არ აღმოჩნდა არანაირი დნმ ანუ მან რეაგირება საერთოდ ვერ მოასწრო, რაც ბაბის, სავარაუდოდ, გათვლილიც ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ მხოლოდ ძილის მდგომარეობაში შეძლებდა მის მარტივად მოკვლას.

გარდა ამისა, გამორიცხულია ისიც, რომ ის 2 საათის მანძილზე გონებადაკარგული ყოფილიყო, რადგან ექსპერტების მიხედვით, როდესაც ადამიანი, ფიზიკური ზემოქმედების გარეშე, მხოლოდ შიშისა და შოკის გამო გონებას კარგავს, ეს ყველაფერი მაქსიმუმ 10 წუთი შეიძლება გაგრძელდეს.

onalem

ტესტ