fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სახლში შეჭრილი მძარცველი პატრონმა დაიჭირა და დააბა (ფოტო)

გავრცელდა ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, რომელსაც ძარცვის მცდელობა ედება ბრალად. მცდელობა იმიტომ, რომ როდესაც ის სახლში შეიჭრა, სახლის პატრონის შესაძლებლობები ვერ გათვალა და ხაფანგში თავად აღმოჩნდა.

კერძოდ, ინციდენტი კრეტაზე, ხანიაში მოხდა. როდესაც მძარცველი სახლში შევიდა, იქ პატრონი დახვდა, რომელსაც დანით ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, სახლის პატრონმა მისი განიარაღება მოახერხა და ქურდი მსხვერპლის როლში თავად აღმოჩნდა.

ახალგაზრდა მამაკაცი სახლის პატრონმა საშინლად სცემა და საბოლოოდ, მეზობლების დახმარებით, კაბელებით დააბა, მიწაზე დააწვინა და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს დამნაშავე ნაცემ მდგომარეობაში, დაბმული გადასცეს.

onalem

ტესტ