fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ეგვიპტელმა მეთევზემ, ხანძრის დროს 23 ბერძენი გადაარჩინა

ეგვიპტელი მეთევზე, მაჰმუნ ალ-საიდ მუსა, აღმოსავლეთ ატიკის ხანძრის ერთ-ერთი გმირია. წინა ორშაბათს, შუადღისას, 46 წლის ეგვიპტელი, ნეა მაკრიში, თავის ბინაში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა.

ეს იყო მისი უფროსი, კოსტა, რომელმაც სთხოვა, სწრაფად წასულიყო ნეა მაკრის პორტში. ცოტა ხანში ის თევზსაჭერ ნავზე აღმოჩნდა, რათა ის ადამიანები გადაერჩინა, რომლებიც პლაჟებზე გაიქცნენ, რათა ცეცხლის გაქცეოდნენ.

“ჩვენ გავიგეთ, რომ 150 ადამიანი ხაფანგში აღმოჩნდა ცეცხლსა და წყალს შორის,” ამბობს ის. ფიქრის გარეშე ისინი ნეა მაკრის ნავსადგურში გავიდნენ. საბოლოოდ, თევზჭერი ნავით გადალახეს დაბრკოლებები, მათ 23 ადამიანი და 4 ძაღლი გადაარჩინეს. “მე ვუთხარი ჩემს უფროსს, რომ ჩვენ ან მათთან ერთად გადავრჩებოდით, ან მათთან ერთად დავიხოცებოდით”, – ამბობს მუსა.

იგი აღწერს დრამატულ მომენტებს, რომლებიც ნავში ყოფნისას განიცადეს. “კვამლის წინ ვერ ხედავ, ვერც სუნთქავ. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი “, – დაამატა ცრემლიანი თვალებით. “კვამლში შესვლისას, შეიძლება დავხოცილიყავით. თუ ჩვენ არ გავბედავდით, ხალხი დაიხოცებოდა”.

მუსა 16 წლის იყო, როდესაც მან თავისი მშობლიური ქალაქი დატოვა, რათა მეთევზედ ემუშავა. ოცდაათი წლის შემდეგ, ის ამბობს, რომ აღმოსავლეთ ატიკის ხანძარი მის სიცოცხლეში ყველაზე საშინელი გამოცდილება იყო.

“წარსულში ეგვიპტელ მეთევზეებს ოქროს განთიადის წევრები თავს დაესხნენ. მაგრამ კაცობრიობა არ განარჩევს ეგვიპტელებს და ბერძნებს”, – ამბობს ის. მართალია, ატიკის ტრაგედიით შოკირებულია, მაგრამ “მიხარია, რომ ამ ხალხის გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ვარ. ეს იყო ჩვენი მოვალეობა. “

onalem

ტესტ