fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთი არასოდეს მიიღებს ტერორისტებს საკუთარ მიწაზე” – ტაკის თეოდორიკაკო თურქეთში მომხდარ აფეთქებაზე

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ საზოგადოებაში ტერორიზმთან დაკავშირებული შიში გააძლიერა. აღსანიშნავია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალი რომ სტამბოლში არ დაეკავებინათ, საბერძნეთში გადმოვიდოდა.

“ჩვენ არავის მტრები არ ვართ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, გავუძლოთ და ავიტანოთ ღალატი. თუ ტერორისტებს აქ არ დავაკავებდით, ისინი საბერძნეთში გამოიქცეოდნენ არალეგალურად,” ამბობს სულეიმან სოილუ.

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულია სირიელი ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, აფეთქება მოაწყო. მისი ვინაობა და ფოტოები თურქულმა მხარემ უკვე გაავრცელა. მინისტრის განცხადებაზე ოფიციალურ კომენტარს აკეთებს საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო.

“ჩვენ უკვე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და სოლიდარობა თურქ ხალხს და ზოგადად, თურქულ სახელმწიფოს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ ტერაქტს. წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ტერორისტული აქტისა და ეს მკაფიო პოზიციაა. საბერძნეთი თავის საზღვრებს იცავს და არასოდეს მიიღებს ტერორისტებს თავის მიწაზე. ჩვენ ყოველ ღამით ვაწყდებით დიდ ზეწოლას ჩვენს საზღვრებზე,” აცხადებს ბერძენი მინისტრი.

 

onalem

ტესტ