fbpx
საზოგადოება

კუნძულზე სამუშაოდ წასული 42 წლის ქალი თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს

42 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კრეტაზე, იერაპერტაში მდებარე სასტუმროში სამუშაოდ მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც ტურისტული სეზონი გაიხსნა.

ყოველ დილით თანამშრომლები იკრიბებოდნენ და შემდეგ ნაწილდებოდნენ, თუმცა, 42 წლის ქალი დიდხანს არ გამოჩნდა, რის გამოც, ცხადია, თავის ოთახში მიაკითხეს, რათა გაეგოთ, როგორ იყო.

სამწუხაროდ, მათ ის უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ვარაუდით სიკვდილი პათოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია.

onalem

ტესტ