fbpx
საზოგადოება

“ღმერთო, დავიხრჩობით” – კიატოს მაცხოვრებლები პანიკაში, წყალმოვარდნის გამო

Korinthostv.gr აქვეყნებს კიატოს მაცხოვრებლის მიერ გადაღებულ ვიდეოს, მას შემდეგ, რაც რეგიონს “ზორბას” ციკლონმა გადაუარა. სასოწარკვეთილი ქალბატონი უყურებს, როგორ მიაქვს მანქანა ნიაღვარს, რომელიც, თითქოს ყველაფერს წალეკვით ემუქრება.

გუშინ, ქალაქის ცენტრალური ქუჩები მდინარეებად იყო გადაქცეული. კიატო ერთ-ერთი იყო იმ რეგიონთაგან, რომლებმაც ციკლონის მძვინვარება საკუთარ თავზე გამოსცადა.

ვიდეომ ინტერნეტ-სივრცე შოკში ჩააგდო. კადრზე ასახულია, როგორ მიაქვს ნიაღვრის სწრაფ დინებას მანქანა. ისმის ქალის შეშინებული ყვირილი, რომელიც მოუწოდებს თავის ახლოს მყოფ ხალხს, გაეცალონ იქაურობას, რათა ნიაღვარმა ისინიც არ წაიღოს.

“ღმერთო, დავიხრჩობით. წავიდეთ აქედან” – ამბობს ქალი ისეთი შეშფოთებით, რომ აშკარაა, ასეთი საშინელი ცხოვრებაში არაფერი უნახავს.

იხილეთ შოკისმომგვრელი ვიდეო:

onalem

ტესტ