fbpx
საზოგადოება

“ხუთ წუთში დავბრუნდები” – ბერძენმა ახალგაზრდამ თესალონიკში ინვალიდის ეტლები დააყენა

დიმიტრის ანტონიუს ინციდენტი 16 წლის ასაკში შეემთხვა და მას შემდეგ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, უკვე 13 წელია. ამ გასაჭირის მიუხედავად, ახალგაზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოებისგან მხარდაჭერის ნაცვლად დიდ უპატივცემულობას აწყდება და  რეალობა, რომელშიც მისი მსგავსი ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან მძიმეა.

უცხო არ არის, რომ ძალიან ცოტა მძღოლი ითვალისწინებს წესებს, რომ არ გააჩერონ მანქანა იქ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გადაადგილებაში შეუშლიან ხელს. სწორედ ამიტომ, დიმიტრიმ გადაწყვიტა, რომ თესალონიკში ერთგვარი საპროტესტო აქცია მოეწყო სახელწოდებით “ხუთ წუთში დავბრუნდები”. ეს სწორედ ის ფრაზაა, რომელსაც ძღოლები მას ხშირად ეუბნებიან. მან ინვალიდის ეტლები დაალაგა თესალონიკის ცენტრალურ გზაზე, თითოეულ ეტლს კი ზურგზე ეს ფრაზა აწერია.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველდღიური პრობლემა გადაადგილებაა. განსაკუთრებით კი, თუ მძღოლებს მანქანები დაპარკინგებული ჰყავთ იქ, სადაც შშმ პირებისთვის განკუთვნილი გასასვლელებია. ასეთი სახის აქცია პირველად პორტუგალიაში გამართეს. ასე რომ, ვიფიქრე თესალონიკშიც გვჭირდებოდა,” ამბობს ანტონიუ.

 

 

onalem

ტესტ