fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: 60.000 ევროდ სახლი იყიდა, შემდეგ ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო

მან თესალონიკში ბინის შეძენა ინანა, თუმცა, ამისთვის ძალიან გვიანი იყო…

რობერტ კალტავეი ავსტრალიიდან არის და მას შემდეგ, რაც საბერძნეთში იმოგზაურა, ამ ქვეყანაში სახლის შეძენა გადაწყვიტა. ამისთვის თესალონიკი აირჩია, რადგან უნდოდა წლის უმეტესი დრო ამ ქალაქში გაეტარებინა და კლიმატური პირობებითა და ცხოვრების სტილით დამტკბარიყო. 2016 წელს მისი ოცნება ახდა და სანაპიროსთან ახლოს ერთ-ერთი ბინა შეიძინა.

“როცა მძინავს, ტალღების ხმა მესმის. ავსტრალიაში რომ ასეთი სახლი იყიდო, მილიონი დოლარი მაინც გჭირდება. აქ კი ეს 60.000 ევროდ შევძელი,” ამბობს კალტავეი.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე მან მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ იქაურობა ნაგვით იყო სავსე. მიხვდა, რომ ადგილი, სადაც ბინა სულ რაღაც 60.000 ევროდ იყიდა, მიტოვებულ ნაგავსაყრელს ჰგავდა.

“ეს არ არის სურათი ევროპული ქვეყნიდან.” მამაკაცმა გააკეთა ის, რასაც ავსტრალიაში გააკეთებდა და მუნიციპალიტეტს აღნიშნული სიტუაციის შესახებ მისწერა. ის რეაგირებას ელის.

 

onalem

ტესტ