fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალბატონი, რომელზეც მსოფლიო საუბრობს: 67 წლის ასაკში ანასტასია ონტუმ შვილიშვილი გააჩინა

ანასტასია ონტუ ბერძენი ქალბატონია, რომელზეც მსოფლიო დღემდე საუბრობს. მან, არც მეტი, არც ნაკლები, 67 წლის ასაკში საკუთარი შვილიშვილი გააჩინა.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ის ყველაზე დიდი ასაკის ქალბატონია მსოფლიოში, რომელიც ოდესმე სუროგატი დედა გამხდარა. ქ-ნ ანასტასია საკუთარი შვილის, კონსტანტინას სუროგატი გახდა და ოცნება აუსრულა, 2016 წელს შვილი გაუჩინა, რომელიც მისთვის შვილიშვილია.

როგორც ირკვევა, კონსტანტინა და მისი მეუღლე, ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ცდილობდნენ, რომ შვილი შესძენოდათ, მაგრამ უშედეგოდ. სულ 7 მცდელობა ჰქონდათ და საბოლოოდ, მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ სუროგაცია აჯობებდა.

როგორც მედია იუწყება, 5,5 თვე გამოკვლევებს იკეთებდნენ, მიიღეს სასამართლოს ნებართვაც და საბოლოო ჯამში, 67 წლის ქალმა საკუთარ შვილს შვილი აჩუქა.

onalem

ტესტ