fbpx
საბერძნეთი

ბერძენ მამაკაცს, რომელიც ამერიკულ საბრძოლო ხომალდს დრონით აკვირდებოდა, ჟაშუშობაში ედება ბრალი

52 წლის მამაკაცს, ვოლოსიდან, მძიმე ბრალდება აქვს – მას ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, ვინაიდან ამერიკულ საბრძოლო ხომალდს, დრონით აკვირდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ხომალდი, “USS Arlington” წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ვოლოსის პორტში შევიდა, 52 წლის მამაკაცმა კი, დრო გაუშვა და ხომალდის გარშემო დაფრინავდა, კადრების გადასაღებად.

ცხადია, ეკიპაჟმა დაუყოვნებლივ შეამჩნია დრონის იქ არსებობა, ინფორმაცია შესაბამის უწყებას გადასცა და ნავსადგურის თანამშრომლებმა მაშინვე იპოვეს 52 წლის ბერძენი, რომელიც დრონს მართავდა.

ამ დროისთვის მამაკაცი კონკრეტული პირობებით არის გათავისუფლებული, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდება ბუნდოვანია, რადგან მას არ აღმოაჩნდა სამხედრო შინააარსის მასალა და დრონით გადაღება მხოლოდ მისი ჰობია.

onalem

ტესტ