fbpx
საბერძნეთი

მაღალი ტემპერატურა, წვიმა და აფრიკული მტვერი – ამინდი საბერძნეთში

ხვალიდან, 9 მაისიდან, ჰაერში ფრიკული მტვრის ინტენსივობა იმატებს. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობებით, საბერძნეთში ტემპერატურაც აიწევს და პარალელურად, მოსალოდნელია ნალექი რამდენიმე რეგიონში.

ხვალ საბერძნეთის დასავლეთითა და სამხრეთით მდებარე რეგიონებში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება, პერიოდული წვიმა და ელჭექი. ნალექი ძირითადად ნავარაუდევია იპიროს, დასავლეთ სტერეას, პელოპონისოსა და კრეტას ტერიტორიებზე.

ათენში მოსალოდნელია ღურბლიანობა დილის საათებში, შუადღიდან უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი, 25 გრადუსამდე აიწევს.

დასავლეთ მაკედონიაში მოსალოდნელია 3-დან 22 გრადუსამდე,
დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 5-დან 25 გრადუსამდე,
იპიროსა და თესალიაში 8-დან 26 გრადუსამდე,
იონიის კუნძულებზე 9-დან 25 გრადუსამდე,
ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და კრეტაზე 10-დან 24 გრადუსამდე,
აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე ტემპერატურა 27 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

onalem

ტესტ