fbpx
საზოგადოება

“აქ ერთ ღამეში 100.000 ევროს ხარჯავენ” – რას წერს უცხოური მედია მიკონოსზე

მსოფლიოში რამდენიმეა ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე იაფ საგნებს ძალიან ძვირ ფასად იყიდით. მიკონოსი კი სწორედ ასეთია… 100.000 ევრო მხოლოდ ერთი ჩანთა… 250.000 ევრო კი ერთი ნახატი… ყველასთვის ცნობილია, რომ კუნძული ჩვეულებრივ სამყაროს მოწყვეტილია.

მედიასაშუალება Guardian-ის ჟურნალისტები მიკონოსზე არსებული ვითარებით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. კუნძულს, ცხადია, ძალიან მდიდარი ადამიანები სტუმრობენ და საინტერესოა, რამდენ ევროს ხარჯავენ ისინი მხოლოდ ერთი ღამით განტვირთვაში.

“ახალგაზრდები თუ მოზრდილები მაგიდებზე მიირთმევენ და ცეკვავენ. მხოლოდ ერთი კერძის ფასმა შესაძლოა 200 ევროს მიაღწიოს. ისინი კი, ვისაც მაგიდები სრული მომსახურებით აქვთ დაჯავშნილი, თავისუფლად ხარჯავენ 50.000 ან 100.000 ევროს ერთ ღამეში,” წერს Guardian-ი.

კუნძულზე ტურისტული ცხოვრება 1920 წელს დაიწყო. თავდაპირველად აქაურობას არქეოლოგები სტუმრობდნენ მთელი მსოფლიოდან, რათა ახლოსმდებარე კუნძული, დელოსი მოენახულებინათ. შემდეგ 1960 წელს მიკონოსმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც იქ ჩასვლა კეჯი კენედიმ დაიწყო, თავის მეორე მეუღლესთან, არისტოტელი ონასთან ერთად.

მიკონოსი იყო ისეთი ცნობილი ადამიანების საყვარელი დასასვენებელი ადგილი, როგორებიც არიან ბრიჯიტ ბარდო, გრეის კელი, სოფი ლორენი.

onalem

ტესტ