fbpx
საზოგადოება

ყურადღება! მაღაზიები გაიხსნა და წარმოუდგენელ ფასდაკლებებს გვთავაზობენ

მაღაზიები გაიხსნა და ქალაქი თითქოს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ხალხმა მუშაობა დაიწყო, თუმცა, ფაქტია, რომ ამ “ჩვეულ” ცხოვრებაში ბევრი ცვლილების შეტანა მოგვიწევს. საყიდლებზე წასვლა ახლა უამრავ წესთან არის დაკავშირებული და დღეიდან უკვე ყველა მათგანი მოქმედებაშია.

მუშაობა დაიწყო ყველა საცალო ვაჭრობის მაღაზიამ და აღსანიშნავი ის არის, რომ სხვადასხვა საქონელზე წარმოუდგენელი ფასდაკლებებია. კორონავირუსის კრიზისმა ორი თვით შეაჩერა მათი ვაჭრობა, რამაც ბიზნესმენები იძულებულები გახადა, რომ ფასები ახლა 50%-მდეც კი დააკლონ.

ამრიგად, თუკი საყიდლებზე წასვლის საშუალება გაქვთ, უამრავ სასურველ პროდუქტს გაცილებით დაბალ ფასში შეიძენთ.

მაღაზიებში თანამშრომლები მუშაობენ პირბადეებით, უნდა იყოს დაცული კლიენტებს შორის დისტანცია და ადგილზე განთავსებულია ანტისეპტიკური საშუალებები.

ასევე, ხდება ყველა იმ პროდუქტის დეზინფექცია, რომელთანაც კლიენტს ექნება კონტაქტი, ყოველ ჯერზე.

 

onalem

ტესტ