fbpx
საზოგადოება

“სხვა არის, როცა ემიგრანტი ხარ და სხვა, როცა სამოგზაუროდ მიდიხარ უცხო ქვეყანაში” – ნიკოს ვერტი

ნიკოს ხაძინიკოლაუს 2020 წლის პირველ გადაცემაში მეკვლედ ნიკოს ვერტი ჰყავდა და მომღერალმა ისაუბრა, როგორც თავის ბავშვობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ხედავს საკუთარ მომავალს. ვერტიმ გაამხილა, რომ მისი ცხოვრების მიზანი ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა, მაგრამ ამავე დროს, სურს, რომ პროფესიამ არ წაართვას საშუალება დატკბეს შვილების ცხოვრებით და სრულიად იყოს ჩართული მათი აღზრდის პროცესში.

მომღერალი ჰოლანდიაში დაიბადა და მისი ოჯახი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა.

“სხვა არის, როცა უცხო ქვეყანაში ეკონომიკური ემიგრანტი ხარ და სხვა, როცა იქ სამოგზაუროდ მიდიხარ. გვქონდა ურთულესი პერიოდი, რომელიც ტკბილადაც კი მახსენდება, რადგან მშობლები არასოდეს გვაგრძნობინებდნენ, რომ გვიჭირდა. დიდ სიყვარულში გავიზარდეთ. საბერძნეთში მხოლოდ 6 წლის ასაკში ჩამოვედი, 14 წლისა კი ისევ ჰოლანდიაში დავბრუნდი.”

როგორც ვერტი ამბობს, ის ნახევრად ჰოლანდიელად და ნახევრად ბერძენად გრძნობს თავს.

“ცხოვრების ერთი პერიოდი ხის ქარხანაში ვმუშაობდი, მანქანას ვმართავდი. მიმუშავია ბენზინგასამართ სადგურზეც, მამაჩემს ჰოლანდიაში მანქანის მართვის შემსწავლელი სკოლა ჰქონდა, მაგრამ საბერძნეთში ამის გაკეთება ვერ შეძლო, რადან სკოლის ატესტატიც კი არ ჰქონდა, ის ჩემი გმირია,” თქვა მან.

იხილეთ სრული გადაცემა:

onalem

ტესტ