fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: პიტბულმა 11 წლის ბიჭი დაგლიჯა – მას გამვლელები დაეხმარნენ

მორიგი ინციდენტი, რომლის დროსაც ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაგლიჯა, სერესში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირას 11 წლამდე ბიჭი მეზობლის სახლთან მიდიოდა, როდესაც ქალმა კარი გააღო, რათა იქვე მყოფ თავის ნაცნობს მისალმებოდა, შედეგად კი იქიდან გაავებული ძაღლი გამოვარდა და ბიჭს პირდაპირ ეცა.

რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი ბავშვს პირს არ უშვებდა და ფეხებზე საშინელი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ბიჭი გამვლელებმა იხსნეს, დედამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც თავად ჰყვება, ხალხმა მისი ფეხები ძაღლს პირიდან გამოგლიჯა და რომ არა ისინი, შეიძლება უარესიც მომხდარიყო. ის ამ დრომდე სერესის საავადმყოფოში რჩება.

როგორც ირკვევა ძაღლი პიტბულის ჯიშისაა, სრულიად ჯანმრთელია და შესაბამისი აცრებიც გაკეთებული აქვს.

onalem

ტესტ