fbpx
საზოგადოება

ყოველდღე ერთი გარდაცვლილი საბერძნეთის პლაჟებზე – საგანგაშო სტატისტიკა

ზაფხული საბერძნეთში საუკეთესო სეზონია, რადგან მოსახლეობა ულამაზეს სანაპიროებს მიაშურებს, სიცხისგან თავის დასაღწევად. მეორეს მხრივ კი, სეზონს თან ახლავს ტრაგედიები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში ყოველდღე ხდება. გამოქვეყნდა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი იხრჩობა საბერძნეთში ზაფხულში და რა ვითარებაა ამ დრომდე.

კვლევა ჩატარდა 23 ივნისის ჩათვლით და აღმოჩნდა, რომ ზაფხულის პირველ 23 დღეში სანაპიროებზე ზუსტად 23 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას, მხოლოდ ერთ დღეს დაიხრჩო სამი ადამიანი: 40 წლის ქალი ხალკიდიკიში, 63 წლის ქალი მაგნისიაში, ხოლო 20 წლის ბიჭი პორტო რაფტის ტერიტორიაზე.

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაუარესებული მონაცემები ფიქსირდება: საბერძნეთში 2017 წელს წყალში სულ 357 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 413-მდე გაიზარდა.

2018 წელს დამხრჩვალ ადამიანთა გარდაცვალება ძირითადად ივლის-აგვისტოს თვეში ფიქსირდება და მათი უმეტესობა 20-24 წლამდე ასაკის არის.

გარდაცვლილთა 42% შუადღის საათებში დაიღუპა და მათი 90% სანაპიროდან დაახლოებით 10 მეტრში ცურავდა.

სამოქალაქო დაცვის სამსახური მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ