fbpx
საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა ათენში: ხანძრის რისკის გამო ლიკავიტოს მთა დაიკეტა

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, სამშაბათს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, ატიკაშიც, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი არსებობს. მთავრობამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, დაიხურა ლიკავიტოს მთა გუშინ საღამოდან.

გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური სამსახური, რომელიც თვალყურს ადევნებს სიტუაციას და მთელი დღის მანძილზე იმუშავებს ხანძრის პრევენციაზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ ადგილებს: ეროვნული პარკი, პაგრატის პარკი, ილისიის პარკი, ფილოპაპუს მთა, სტრეფი და ლამბრაკი. ასევე, ათენის და აგიოს ანდრეას ტერიტორიაზე მდებარე ყველა საბავშვო ბანაკი.

 

onalem

ტესტ