fbpx
საბერძნეთი

14 სექტემბრიდან საბერძნეთში ახალი ვაქცინებით აცრები იწყება – რაზეა საუბარი?!

ოთხშაბათს, 14 სექტემბერს, საბერძნეთში ახალი ვაქცინებით აცრები დაიწყება. ამის შესახებ პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუმ და ვაქცინაციის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ ისაუბრეს.

როგორც ირკვევა, საუბარია განახლებული სახის ვაქცინებზე, რომლებიც მიმართულია ომიკრონის მუტაციის წინააღმდეგ. ვაქცინები დამზადებულია Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ და მათი გვერდითი მოვლენები იმდენადვე მსუბუქია, როგორც წინა ვაქცინების.

როგორც თეოდორიდუმ განმარტა, განახლებული ვაქცინები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერებელი დოზისთვის და მათი მიღება შესაძლებელი იქნება წინა დოზის მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ასევე ვირუსის გადატანის შემთხვევაში, დაავადებიდან 3 თვის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის ვაქცინა გვაქვს მიღებული წინა დოზის გაკეთებისას.

ახალი ვაქცინები დამტკიცებულია მოსახლეობისთვის 12 წლიდან და ზემოთ. ვიზიტების დასანიშნად პლატფორმა ახალი სახით უკვე გახსნილია.

onalem

ტესტ