fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე და შემდეგ უეცარი კლება – რას პროგნოზირებს საკის არნაუტოღლუ?!

სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, საბერძნეთში პარასკევიდან ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს და ფაქტობრივად, ამინდი აგვისტოს ცხელ დღეებს გაგვახსენებს. მისი თქმით, ბევრ რეგიონში ჰაერი 37-38 გრადუსამდე გათბება, რაც არც თუ ისე დამახასიათებელია სეზონისთვის.

კერძოდ, როგორც ის ΕΡΤ-ზე აცხადებს, 16 აგვისტოს თესალიაში და კიდევ უფრო სამხრეთით კონტინენტურ რეგიონებში განსაკუთრებით დაცხება, დაფიქსირდება 35-36 გრადუსი, შაბათს კი სიცხის ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდება და თერმომეტრი 37-38 გრადუსს აჩვენებს.

მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსი ასევე საუბრობს ტემპერატურის უეცარ ვარდნაზე, რომელიც საბერძნეთში ორშაბათიდან დაფიქსირდება. 19 სექტემბრიდან ჩრდილოეთ ევროპიდან ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება და 38 გრადუსიდან ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაეცემა, რაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

ხვალ ათენში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება შუა კვირაში, პარასკევისთვის 33 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო შაბათს 37 გრადუსი.

onalem

ტესტ