fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ვინც გვემუქრება, რომ ღამით უეცრად მოვა, დღის შუქზე ველოდებით” – კირიაკოს მიცოტაკი პარიზიდან

კირიაკოს მიცოტაკი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში იმყოფება, სადაც ემანუელ მაკრონს შეხვდა და სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტს მკაფიო მესიჯები გაუგზავნა. პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა საბერძნეთის პოზიციაზე, უკრაინასთან მიმართებაში და განაცხადა:

“ჩვენ უყოყმანოდ დავდექით იმის მხარეს, ვინც თავს იცავდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა საზღვრების ხელშეუხებლობის გამოცდა ხდება, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება არსებობდეს დესპოტური ავტორიტარიზმი. ჩემს სამშობლოს კარგად ესმის საფრთხეები, რომლებიც სამეზობლოდან მოდის, ჩვენი პასუხი არის მზაყოფნა, ჩვენი ძლიერი ალიანსებიც ჩვენი ფარია. მათ, ვინც გვემუქრება, რომ ღამით უეცრად მოვა, დღის შუქზე ველოდებით. ერთის მხრივ, კარს ვუხურავთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ღია ვართ დიალოგისთვის.”

მიცოტაკიმ სიხარული გამოხატა პარიზში დაბრუნებასთან დაკავშირებით სწორედ იმ პერიოდში, რომელიც მისი თქმით, უკიდურესად კრიტიკულია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე. ეს ყველაფერი კი სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული.

“საბერძნეთ-საფრანგეთის თანამშრომლობა ორი ქვეყნის თავდაცვის, გეოპოლიტიკური, სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისებით უმნიშვნელოვანესია. ეს არის შეთანხმება, რომელიც ემსახურება ევროპის სტრატეგიული ავტონომიის საერთო მოთხოვნას,” დაამატა მიცოტაკიმ. 

onalem

ტესტ